მიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ  უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, ის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. ამის შესახებ სააკაშვილმა “Deutsche Welle”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მის თვითმიზანს პრემიერ-მინისტრის პოსტი არ წარმოადგენს. მას სურს, რომ უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული „ახალი ძალების მოძრაობა” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ როგორც კი მის პოლიტიკურ ძალას რადაში „ძლიერი უმრავლესობა“ ეყოლება, ის უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს გამოუცხადებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები