ამერიკელს, რომელიც 2015 წელს კაპიტოლიუმში ტერაქტს გეგმავდა, 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ოჰაიოს შტატის მკვიდრი კრისტოფერ ლი კორნელი, რომელიც 2015 წელს კაპიტოლიუმში ტერაქტის ორგანიზებისთვის დააკავეს, დამნაშავედ ცნეს და მას 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
გამოძიების ინფორმაციით, კორნელი კაპიტოლიუმში რამდენიმე თვითნაკეთი ბომბის აფეთქებას და შემდეგ კაპიტოლიუმის თანამშრომლების მიმართულებით სროლის დაწყებას აპირებდა.
კორნელი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღების ცენტრში ტვიტერში საეჭვო პუბლიკაციების გამო მოხვდა. ამის შემდეგ მასზე თვალთვალი დაიწყო. სწორედ ამ დროს 22 წლის მამაკაცმა ორი შაშხანა და ვაზნები იყიდა.
სასამართლო პროცესის პერიოდში კორნელმა დანაშაული აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები