„ისლამური სახელმწიფო” თურქეთის საელჩოებზე თავდასხმებით იმუქრება

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მთელ მსოფლიოში თურქეთის საელჩოებზე თავდასხმებით იმუქრება.
ამის შესახებ „ისლამური სახელმწიფოს” ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბი ალ-ხასან ალ მუხაგერმა განაცხადა. მუხაგერმა შესაბამისი აუდიომიმართვა გაავრცელა.
მუხაგერმა ასევე აღნიშნა, რომ შეტევები თურქეთის სამხედრო, ეკონომიკურ და მედიდაწესებულებებზე განხორციელდება.
„როიტერის“ინფორმაციით, აბი ალ-ხასან ალ-მუხაგერი „ისლამური სახელმწიფოს“ „ოფიციალურ წარმომადგენლად“  აბუ მუჰამედ ალ-ადნანის ნაცვლად დანიშნა, რომელიც სირიაში განხორციელებული ავიადარტყმის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები