საუდის არაბეთში ირანზე მომუშავე 15 ჯაშუშს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანზე მომუშავე 15 ჯაშუშს საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ალ-არაბია“ იუწყება.
მთლიანად ამ საქმესთან დაკავშირებით 32 ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის ერთი ირანელი და ერთი ავღანელი იყო.
ერ-რიადოს სასამართლომ განსასჯელები სახელმწიფო ღალატში და ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დამნაშავეებად ცნო.  ორი ადამიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო დანარჩენებს პატიმრობა მიუსაჯეს.
განსასჯელთა უმეტესობა საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებია რიან. სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი ირანს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები