სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიაში 20 ათასი ადამიანი გაწევრიანდა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიაში უკვე 20 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მომხრეები უკრაინის რეგიონებში იწყებენ მუშაობას, რათა  „ახალ ძალთა მოძრაობა“ შეიქმნას. სააკაშვილმა პარტიისთვის ფინანსური სახსრების შეგროვების დაწყების შესახებაც განაცხადა.
„ჩვენ უკვე 20 ათასზე მეტნი ვართ. მე ათასობით აქტივისტთან მქონდა შეხვედრა და მინდა გითხრათ, რომ არც უკრაინაში, არც რომელიმე სხვა ქვეყანაში მე ამდენი პარტიული აქტივისტი არ მინახავს“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მან უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მას კორუფციასთან ბრძოლის სურვილი არ გააჩნია. ამჟამად სააკაშვილი უმაღლეს რადაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები