საბერძნეთმა თურქეთისთვის გაქცეული სამხედროების გადაცემაზე უარი განაცხადა

ათენის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხედროებს, რომლებიც თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საბერძნეთში გაიქცნენ, თურქეთს აღარ გადასცემენ.   ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
ბერძენმა მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ თურქეთისთვის ოფიცრების გადაცემის შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ამას პროკურატურაც დაეთანხმა.
ამჟამად გადაწყვეტილება 3 სამხედროსთან დაკავშირებით არის მიღებული, დანარჩენი ხუთის საქმეს სასამართლო სამშაბათს განიხილავს.
თურქი სამხედროები აცხადებენ, რომ სამხედრო ამბოხებაში არ მონაწილეობდნენ და რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ისინი შეიძლება სიკვდილით დასაჯონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები