ტაილანდში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ტაილანდის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც უკვე ერთი კვირაა გრძელდება.
საერთო ჯამში ტაილანდის 88 რაიონში 582 ათასი ადამიანი დაზარალდა. წყალდიდობის გამო ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სარკინიგზო მოძრაობა შეწყვეტილია.