სეული ჩრდილოეთ კორეას ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებს

სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ თავდაცვის სამინისტროს კიბერცენტრზე ჰაკერული შეტევა განახორციელა.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამხრეთ კორეა ვარაუდობს, რომ ჰაკერებმა, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი მოიპარეს, თუმცა რთულია იმის ტქმა რა კონკრეტულად.
სამხრეთ კორეა ფხენიანს კიბერშეტევებში ადრეც ადანაშაულებდა. ის რამდენჯერმე ბანკებზე და მედიაკომპანიებზე განხორციელდა, მაგრამ სამხედროებზე კიბერშეტევა პირველად განხორციელდა.
ფხენიანი სეულის ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები