პუტინი: „ვოცნებობ კარიერის დასრულებაზე და ბევრ მოგზაურობაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის კარიერის დასრულებაზე და ბევრ მოგზაურობაზე ოცნებობს. „დღეს ჩემი მოგზაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩავდივარ აეროპორტში, შემდეგ გადავდივარ რაღაცა შენობაში, შემდეგ ისევ აეროპორტში და ითლება რომ სადღაცა წავედი. მე კი სხვანაირად მსურს მოგზაურობა – მინდა ვნახო ბუნება, ისტორიული ღირშესანიშნაობები“ – განაცხადა პუტინმა ჩელიაბინსკის მილების ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე. .
როდესაც ერთ-ერთმა მუშამ პუტინს უთხრა, რომ წარმატებულ კარიერაზე ოცნებობს, პუტინმა უპასუხა – „მე კი ვოცნებობ, რომ კარიერა წარმატებით დავასრულო“.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა.  2012 წელს ის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს. პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს სრულდება.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პუტინი მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით ის ბოლო წლებში განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები