თურქეთმა კოსმოსში სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა

თურქეთმა კოსმოსში სადაზვერვო თანამგზავრი Göktürk-1 გაუშვა. თანამგზავრი ფრანგულ გვიანაში მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვეს. თანამგზავრის გაშვებას პირდაპირ ეთერში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აკვირდებოდა. „ეს თანამგზავრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის“ – განაცხადა ერდოღანმა. სადაზვერვო თანამგზავრის შექმნაში იტალიური კომპანია Telespazio და ფრანგული Thales Alenia Space მონაწილეობდნენ. ის ყოველწლიურად დედამიწაზე 60 ათას ფოტოს გამოაგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები