ლიბიაში სამთავრობო ძალებმა ქალაქი სირტი დაიკავეს

ლიბიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი სირტი დაიკავეს. ამ ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები” აკონტროლებდნენ. ლიბიის ხელისუფლების ინფორმაციით, ათობით ტერორისტი სამთავრობო ძალებს ჩაბარდა.
„ისლამურმა სახელმწიფომ” სირტი 2015 წელს დაიკავა. ეს დაჯგუფების მიერ დაკავებული ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი იყო აფრიკის კონტინენტზე.
ლიბიის სამთავრობო ძალებმა სირტის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარე წლის მასში დაიწყეს. აგვისტოში ოპერაციაში აშშ-ის ავიაციაც ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები