სირიაში რუსი მედდა დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოში მობილური ჰოსპიტალის დაბომბვის შედეგად რუსი მედდის დაღუპვის ფაქტი აღიარა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. „ბოევიკების” მიერ გამოშვებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამხედრო მედდა და ორი მედიკოსი დაიჭრა. ასევე დაშავდა ჰოსპიტალში მყოფი რამდენიმე ადგილობრივი მოქალაქე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს უდიდესი ნაწილი დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები