თურქეთის პრემიერი მოსკოვში გაემგზავრა

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ვიზიტის ფარგლებში ილდირიმი რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს შეხვდება. 6 დეკემბერს ილდირიმისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
ილდირიმის ვიზიტი რუსეთში 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მოსკოვის გარდა ის ყაზანშიც ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები