სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოს დიდი ნაწილი დაიკავეს

სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოს უდიდესი ნაწილი დაიკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კერძოდ, სამთავრობო ძალები კარმ ელ-ჯებელის და შაარის რაიონებში შევიდნენ.
აღმოსავლეთ ალეპოზე შეტევა სირიის სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით სამი კვირის წინ დაიწყეს. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაშ 300 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ქალაქი 50 ათასმა ადამიანმა დატოვა.
საერთო ჯამში სირიის არმიამ ალეპოს 5 რაიონი დაიკავა, რომელსაც რამდენიმე წელი ოპოზიცია აკონტროლებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები