უზბეკეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შავკატ მირზიოევმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მას ამომრჩეველთა 88,61%-მა მისცა ხმა. მოსახლეობის აქტივობამ 87,83 % შეადგინა.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა – შავკატ მირზიოევი, ხატამჟონ კეტმონოვი, სარვარ ოტამურადოვი და ნურიმონ უმაროვი.
უზბეკეთში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, რომელიც ქვეყანას 27 წელი მართავდა, 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები