შოტლანდიაში არასრულწლოვანის თანხლებით მანქანაში მოწევა აიკრძალა

შოტლანდიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ავტომობილში არასრულწლოვანის თანხლებით მოწევას კრძალავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კანონი შოტლანდიის პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ მიიღო. მისი დარღვევის შემთხვევაში მწეველი ათასი ფუნტით დაჯარიმდება. „სიგარეტის ბოლი მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. პატარები დიდებზე უფრო ხშირად სუნთქავენ და, შესაბამისად, მეტ ბოლს ისუნთქავენ,“ – განაცხადა შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აილინ კემპბელმა. თავის მხრივ, ორგანიზაცია Forest-ში, რომელიც მწეველებს აერთიანებს, აცხადებენ, რომ ეს კანონი“სრულიად ზედმეტია, ვინაიდან ბავშვებთან ერთად მანქანებში ისედაც არავინ ეწევა სიგარეტს“. ინგლისსა და უელსში ეს კანონი 2015 წლიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები