რუსულ ავიამზიდზე დაფრენისას ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა
რუსულმა ავიაგამანადგურებელმა „სუ-33“-მა ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ დაფრენისას კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. „სირიაში საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვზე“ დაფრენისას „სუ-33“ გემბანს გაცდა და ზღვაში ჩავარდა. ავარიის მიზეზი აეროფინიშის ტროსის გაწყვეტა გახდა“ – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ის მაშველებმა გადაარჩინეს, პილოტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.