ერაყში „ბოევიკებმა“ სამხედრო დაზვერვის 35 ყოფილი თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში სამხედრო დაზვერვის 35 ყოფილი თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს. ეს ფაქტი ქალაქ ხავიჯას მახლობლად მოხდა. ამის შესახებ გამოცემა Al Mada Press იუწყება.
„ბოევიკებმა“ დაზვერვის ყოფილი თანამშრომლები ერაყის ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობისთვის დააკავეს. ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები ხავიჯას მახლობლად მდებარე ქალაქ აზ-ზაბის აღებას ცდილობენ.
ქალაქ ხავიჯას „ბოევიკები“ 2014 წლიდან აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები