ფიდელ კასტრო დაკრძალეს
კუბის ყოფილი პრეზიდენტი და კომუნისტური რევოლუციის ლიდერი დაკრძალეს.
კასტრო უკანასკნელ გზაზე ქალაქის ათასობით მცხოვრებმა გააცილა.
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული, დაშვებულია ეროვნული დროშები, გაუქმებულია გასართობი ღონისძიებები.
2006 წელს ფიდელ კასტრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, თანამდებობიდან გადადგა. ამასთანავე, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმებმა სასიკვდილო დაავადება აღმოუჩინეს.