იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. იტალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის ავტორია იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი.
ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანაზე მოსახლეობის უარის შემთხვევაში, იტალიის პრემიერ–მინისტრს მატეო რენცის თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს.
რენცის მთავრობის სარეფერენდუმო ინიციატივა სენატის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს, მათ შორის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების უფლების ჩამორთმევას. საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სენატის წევრთა რაოდენობის 315–დან 100–მდე შემცირებას და მათი არჩევითობის გაუქმებას. შესაბამისად, ზედა პალატა უნდა დაკომპლექტდეს რეგიონული 74 ადმინისტრაციის პირველი პირებით, 21 ქალაქის მერით და იმ 5 ადამიანით, რომლებსაც პრეზიდენტი წარადგენს.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკვლევების თანახმად, იტალიის მოსახლეობის უმეტესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ასეთი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, პრემიერ–მინისტრს გადაწყვეტილი აქვს თანამდებობიდან გადადგეს.
საარჩევნო უბნების დახურვიდან 1–2 საათში რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები