დაღესტანში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ლიდერი მოკლეს
მახაჩკალაში რუსულმა სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ვილაიათ კავკაზის“ დაჯგუფების ლიდერი აბუ მუჰამადი მოკლეს.
რუსეთში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ვილაიათ კავკაზის“ ლიდერის აბუ მუჰამადის, იგივე რუსტამ ასელდეროვის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია დღეს გამთენიისას გაავრცელა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.
უშიშროების სამსახურის ცნობით, ასელდეროვთან ერთად მოკლულია მისი უახლოესი გარემოცვის ოთხი მებრძოლი.
აბუ მუჰამადი ვოლგოგრადის 2013 წლის ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული პირი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიაში იყო შეყვანილი.