„სეპარატისტებმა ცეცხლი 26-ჯერ გახსნეს“ – რა ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინის ძალოვანი უწყებები
უკრაინის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების განცხადებით, დონბასში მყოფმა სეპარატისტებმა მათი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი 26-ჯერ გახსნეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი 11 დასახლებული პუნქტი და მათი შემოგარენი აღმოჩნდა. მათივე განცხადებით, ადგილი ჰქონდა ნაღმტყორცნებისა და ჯავშანტექნიკის გამოყენების ფაქტებსაც.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.