Apple-ი უპილოტო ავტომობილზე მუშაობს
კორპორაცია Apple ადასტურებს, რომ მუშაობს სისტემაზე, რომელიც მთლიანად შეცვლის სატრანსპორტო საშუალებების მომავალს.
გაზეთი The Financial Times წერს, რომ ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კორპორაციამ ეროვნულ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს წერილით მიმართა. წერილში, რომელსაც ხელს კორპორაციის ერთ-ერთი მენეჯერი სტივ კენერი აწერს, აღნიშნულია, რომ Apple-ი მუშაობს ბაზარზე უსაფრთხო, თვითმავალი ავტომობილების გამოშვებაზე. აქამდე კორპორაცია მსგავს ფაქტს არ ადასტურებდა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ავტომობილები ხელს შეუწყობენ უსაფრთხო მგზავრობას და გადაარჩენენ მრავალი ადამიანის სიცოცხლეს, აირიდებენ რა თავიდან ავტოავარიებს და უბედურ შემთხვევებს.
გამოცემის ინფორმაციით, კორპორაციის თანამშრომლები უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც საიდუმლო ლაბორატორიაში, ელექტრომობილების განვითარებაზე მუშაობენ.