ბაქოში თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს

აზერბაიჯანის დედაქალაქში პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტი სავაჭრო ცენტრ „ბინასთან“ ტერაქტის მოწყობას ცდილობდა. ტერორისტის სახელია ემინ ჯამი. მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა. ჯამი 2007 წელს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის დააკავეს. 2016 წელს ის გაათავისუფლეს, რის შემდეგ ჯამიმ კვლავ „ბოევიკებთან“ დაამყარა კონტაქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები