კალიფორნიის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა კალიფორნიის ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან შენობაში ჯერ კიდევ რჩება ხალხი. კლუბში ჯგუფ “Golden Donna”-ს კონცერტი უნდა გამართულიყო. გამოცემა “KTVU”-ის ინფორმაციით, 25 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკამ გამოიწვია. მეხანძრეები შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.