დონალდ ტრამპის და ტაივანის ლიდერის სატელეფონო საუბარს სკანდალი მოჰყვა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ტაივანის პრეზიდენტს ტელფონით ესაუბრა. ტრამპმა და ცაი ინვენმა ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობები განიხილეს. საუბარში ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც მონაწილეობდნენ. აშშ-ში 1979 წლიდან ტაივანთან ურთიერთობის შესახებ კანონი მოქმედებს. ის აშშ-ს და ტაივანს შორის ურთიერთობებს არეგულირებს, თუმცა ოფიციალურ დიპლომატიურ კონტაქტებს არ ითვალისწინებს. ჩინეთი ტაივანს დამოუკიდებელ ქვეყნად არ განიხილავს და მას საკუთარ პროვინციად მიიჩნევს, პეკინი ტაივანსა და სხვა სახელმწიფოებს შორის კონტაქტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ჩინეთმა ეს ფაქტი უკვე გააპროტესტა, თუმცა ტაივანს დასდო ბრალი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონი საუბარს „ტაივანის ბავშვური ხრიკი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები