საფრანგეთის მოქალაქეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ვებგვერდზე ხშირად შესვლისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთის მოქალაქეს, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ვებგვერდის ხშირი სტუმრობისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
გამოძიება ეჭვობდა, რომ ეს მამაკაცი ტერაქტების მოწყობასაც გეგმავდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ჩხრეკის დროს პოლიციამ მამაკაცის კომპიუტერში „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და „ბოევიკების“ მიერ გავრცელებული სიკვდილით დასჯის კადრები აღმოაჩინა.
თავის დასაცავად მამაკაცი აცხადებდა, რომ ისლამისტების ვებგვერდებზე იმისთვის შედიოდა, რომ „ნამდვილ და ყალბ ისლამს შორის განსხვავება აღმოეჩინა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები