ირანი აშშ-ის მიერ სანქციების გაგრძელებას აპროტესტებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება გააპროტესტა. როგორც მინისტრმა განცხადა, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს გაფორმებულ ბირთვულ გარიგებას ეწინააღმდეგება.
ზარიფმა განაცხადა, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ნდობას არ იმსახურებს.
ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ სანქციების გაგრძელება გასულ წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას არ არღვევს, ვინაიდან ის მრავალი წლის წინ დაწესებული შეზღუდვების გაგრძელებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები