ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ინდონეზიის ქალაქ ბატამთან თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა და მის ბორტზე 15 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. კატასტროფის ადგილზე მაშველები გავიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები ნაპოვნია. კატასტროფაში, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები