სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს კიდევ ერთი რაიონი აიღეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ ერთი რაიონი დაიკავეს. ტარიკ ალ-ბაბის კვარტალი ასადის ძალებმა მასიური საარტილერიო დარტმის შემდეგ აიღეს.
ახლა სამთავრობო ძალების აეროპორტისკენ მიმავალ გზას აკონტროლებენ. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეფასებით, ალეპოს იმ ნაწილში, რომელსაც ამბოხებულების აკონტროლებენ, 250 ათასამდე ადამიანი რჩება.
ალეპო სირიის სიდიდით მეორე ქალაქია. მისი სრული კონტროლი დღეს ბაშარ ასადის მთავარი ამოცანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები