ჰაკერული თავდასხმების შედეგად რუსულმა ბანკებმა წელს 2 მილიარდი რუბლით იზარალეს

2016 წელს რუსულმა ბანკებმა 2 მლრდ. რუბლით (30 მილიონი აშშ დოლარით) იზარალა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ რუსეთის ცენტრალური ბანკიდან აცნობეს.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის, არტიომ სიჩევის ინფორმაციით, ჰაკერები რუსეთის ამ ბანკსაც დაესხნენ თავს და 5 მილიარდი რუბლის მოპარვა სცადეს, თუმცა ბანკმა თავდასხმა დროზე დააფიქსირა და კიბერშეტევის შედეგად ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი დაკარგა რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო სათათბიროს საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი მაკაროვმა განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში „რუსეთის საბანკო სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის ანალოგი აქამდე არ არსებობდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები