პოლონეთში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთში უამინდობის გამო ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის ტელეკომპანია TVN24-ის ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი სხეულის გადაციება გახდა.
უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც პოლონეთში 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პოლონეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალდა, ძირითადად დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის რაიონების მოსახლეობა.
მდგომარეობას ძლიერი ქარიც ართულებს. ზოგიერთ სახლს ქარმა სახურავები გადახადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები