ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილის მკვლელობისთვის პოლიციელს 29-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ვენესუელაში ორ პოლიციელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი საპროტესტო აქციის მონაწილის ბასილა და კოსტას მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ვენესუელის სადაზვერვო პოლიციის უფროსს ხოსე პერდომოს 29 წელი და 6 თვე, ხოლო ოფიცერს ენდრი იუსვუას – 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
23 წლის და კოსტა 2014 წელს მოკლეს. ის ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილეობდა. მაშინ საერთო ჯამში ათობით ოპოზიციონერი და რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. 2014 წელს პრეზიდენტს მადუროს წინააღმდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საპროტესტო აქციები დღესაც დროდადრო იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები