პუტინმა მთავრობას ყოფილი სსრკ მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურის გამარტივება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაავალა მთავრობას, ყველა აუცილებელი პროცედურა გაატარონ, რათა რუსეთში რეგისტრაციის ან რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივონ. პუტინის განცხადებით, ეს განსაკუთრებით,  ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ეხებათ.
„მე არაერთხელ გამიმახვილებია მთავრობის წევრთა ყურადღება იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების საკითხები განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეების მიერ მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული“, – განაცხადა პუტინმა კულტურის და ხელოვნების საბჭოს სხდომაზე. ამასთანავე ,პუტინმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დავალების შესრულებისას,  სხვადასხვა საკითხები, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. პუტინმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანია, ვინც ქვეყანაში „არალეგალურად, ან ნახევრად ლეგალურად იმყოფება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები