ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ერთი მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამჟამად მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, მაღაროს ლიცენზია არ ჰქონდა. ამჟამად კატასტროფის მიზეზების გამოძიებაა დაწყებული. ცნობისთვის, ჩინეთი ნახშირის უდიდესი მომპოვებელია მსოფლიოში, უბედური შემთხვევები მაღაროებში იქ საკმაოდ ხშირად ხდება. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად ჩინეთის მაღაროებში 1 ათასამდე ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები