პარიზში მძევლად აყვანილი ექვსივე პირი გაათავისუფლეს

ექვსი ადამიანი, რომლებიც პარიზის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მძევლად აიყვანეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მძევლები მამაკაცმა აიყვანა, რომელიც სააგენტოს გაძარცვას ცდილობდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად პოლიცია მისი დევნის ოპერაციას ატარებს. „ფრანს პრესის“ ცნობით, თავდამსხმელი პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები