შეიარაღებულ მამაკაცს პარიზში 7 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი

პარიზში, მასენას ბულვარში ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში შეიარაღებულ მამაკაცს 7 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. „ფრანს პრესის” ინფორმაციით, მამაკაცი სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.
ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გავლისგან თავი შეიკავონ.  ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები თავდამსხმელთან მძევლების განთავისუფლებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები