კომპანია „ფორდი“ 680 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

კომპანია „ფორდ მოტორსი“ 680 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. მათ შორის არის უახლესი Ford Fusion და Lincoln MKZ. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
ეს გადაწყვეტილება კომპანიამ უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო მიიღო. უკან გაწვევა Ford Mondeo-ს მარკის ავტომობილებსაც შეეხება, თუმცა მათი რიცხვი დიდი არ არის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ღვედების გაუმართავი მუშაობის გამო 2 ადამიანი დაშავდა.
ღვედებს მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემები მაღალ ტემპერატურაზე შეექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები