Duran Duran-მა საავტორო უფლებების შესახებ სასამართლო წააგო

ბრიტანულმა პოპ ჯგუფმა Duran Duran-მა ლონდონის სასამართლოში საავტორო უფლებების შესახებ პროცესი წააგო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჯგუფი ასაჩივრებდა თავის უფლებებს სამ ადრინდელ ალბომზე – ესენია 1981 წლის Duran Duran, 1982 წლის Rio და 1983 წლის Seven and the Ragged Tiger და ჯეიმს ბონდზე 1985 წელს გამოსული ფილმის A View to a Kill საუნდტრეკი.
Duran Duran-ის მონაწილეები საიმონ ლე ბონი და სხვები იმ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას ცდილობდნენ, რომელმაც ამ ალბომების საავტორო უფლებები მოიპოვა. აშშ-ის კანონების მიხედვით, ავტორს 35 წლის შემდეგ საკუთარი ნამუშევრის ორიგინალის დაბრუნების უფლება აქვს. ამასთანავე კომპანია Gloucester Place Music Ltd-ს ადვოკატებმა სასამართლო დაარწმუნეს, რომ ჯგუფს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება არა აქვს, ვინაიდან ეს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რომელსაც ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები