ფედერიკა მოგერინი: საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მხარეებმა სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და სხვებთან ერთად, როგორც მოგერინიმ აღნიშნა, თავადაც მოუთმენლად ელოდება საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რითიც დასრულდება ეს პროცესი და ქართველ ხალხს მიეცემა უვიზო მიმოსვლის საშუალება.
“პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტიკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დასრულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. მე პროცესის დაწყებისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი”, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები