მიხეილ ყაველაშვილი – დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს რწმენის საფუძველს, რომ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სთან

სასიხარულოა რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მთელს მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, თუ რამდენად სწორ პოლიტიკასა და ღირებულებებს ატარებს ქართული სახელმწიფო.

„სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები