მიხეილ ყაველაშვილი – ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას, საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას

სამწუხაროა რომ, ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას.

„განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები