მიხეილ ყაველაშვილი – უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია, გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე, სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია, უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.

„ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს რომ, რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება, რამდენად სიყვარულით სავსე იყო ქართველი ხალხი ყოველი გამარჯვების დროს. ჩვენ გვყავს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები, რომლებიც ამის მონაწილე არიან, ყველა გაგვახარეს და კიდევ ერთხელ ამ ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაახარეს ჩვენი ერი. ასევე უდიდესია კულტურის სფეროს როლი, რომელიც სიამაყით ავსებს თითოეულ ქართველს და აერთიანებს საერთო ისტორიის, კულტურისა და იდენტობის გარშემო. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს. მე ვაპირებ, წარმატებულ, ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებას, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში გავაცნობ,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები