დავით მათიკაშვილი: ყველა ის ცვლილება, რომელიც არის გათვალისწინებული კანონმდებლობაში, ემსახურება ერთადერთ მიზანს, ეს მიზანია ქვეყნის ეფექტური მართვა

“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველა ის ცვლილება, რომელიც არის გათვალისწინებული კანონმდებლობაში – ერთადერთ მიზანს, ქვეყნის ეფექტურ მართვას ემსახურება.

“ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები მოახდინოს პრევენცია და აღკვეთოს ყველა ის მცდელობა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ქვეყნის არევის, რევოლუციის მოწყობის, რასაც სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოში ვაკვირდებით. ასე, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც არის გათვალისწინებული კანონმდებლობაში ემსახურება ერთადერთ მიზანს, ეს მიზანია ქვეყნის ეფექტური მართვა და არ დაშვება ნეგატიური პროცესების, რომლის სურვილიც ჯერ კიდევ გააჩნია “დიფ სთეითს” და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს. ეს ძალები 400-500 ადამიანის ხელით ცდილობენ ქვეყანაში საკუთარი, მრუდე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას. ამას ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ, თითოეული ცვლილება, რომელიც განხორციელებული იქნება საქართველოს კანონმდებლობაში, ამ ცვლილების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს, ქვეყნის, საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად დაცვა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები