მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით

ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკა, ნაკარნახევი უნდა იყოს ერთი მხრივ წარსული შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
„ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნის გადარჩენისა და წარმატების გასაღები ჩვენს ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, რაც თავისთავად წინდახედულობასა და მოხერხებულობას გულისხმობს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკა, ნაკარნახევი უნდა იყოს ერთი მხრივ წარსული შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ უნებლიე, სავალალო, შეცდომები,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები