ევროკავშირი სომხეთს საპარლამენტო არჩევნებისთვის 7 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის 7 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„სომხეთის მთავრობის თხოვნის საპასუხოდ მიღებულია გადაწყვეტილება 7 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას მოხმარდება. ეს თანხები ფინანსურ დეფიციტს შეავსებს და საარჩევნო რეფორმების მხრივ მიღწეული შეთანხმების რეალიზების საფუძველს შექმნის,“ -აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის განცხადების მიხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე სამართლიანობის და თავისუფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და სომხეთის მომავალი ურთიერთობებისთვის გადამწყვეტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები