რუსული კოსმოსური ხომალდის აფეთქების მიზეზი რაკეტის მესამე საფეხურის ძრავში არსებული პრობლემა გახდა

რუსული კოსმოსური ხომალდის „პროგრესის“ აფეთქების მიზეზი რაკეტა „სოიუზ-უ“-ს მესამე საფეხურში არსებული პრობლემა გახდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
შესაბამისად, ავარიის მთავარ ვერსიად ძრავის „რდ-0110“-ის წარმოების დროს დაშვებული წუნი სახელდება. ეს ვერსია სტენდზე მოდელირების დროს ტელემეტრიის მონაცემების შესწავლის შემდეგ შემოწმდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ავარია უდავოდ გამოიწვევს საკადრო ცვლილებებს, ხოლო უკვე აწყობილი რაკეტების ძრავები თავიდან შემოწმდება.
ცნობისთვის სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა „პროგრესმა“ კატასტროფა 1-ელ დეკემბერს მოსკოვის დროით 17სთ. 52წთ-ზე 181 კილომეტრის სიმაღლეზე განიცადა. ხომალდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2,5 ტონა ტვირთი, მათ შორის წყალი, ჰაერი,  საწვავი, პროდუქტები, ტანსაცმელი, მედიკამენტები და სამეცნიერო აპარატურა უნდა ჩაეტანა.
ბოლოს „პროგრესმა“ ავარია 2015 წლის აპრილში განიცადა.  ექსპერტების შეფასებით, მაშინ ავარიის შედეგად ზარალის საერთო ოდენობამ  ხუთი მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები