უკრაინაში რუსი მსახიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსი მსახიობის, ივან ოხლობისტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის ტერორისტული დაჯგუფების შექმნაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ოხლობისტინმა უკრაინაში „რუსულ გაზაფხულს“ მხარი დაუჭირა. ის ყირიმის ანექსიას და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას მხარს უჭერდა. ამ ქმედებების გამო ივან ოხლობისტინის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 268-3 სტატიის მიხედვით, რაც 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,“ – დაწერა ფეისბუქში უკრაინის უშიშროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა გიტლიანსკაიამ.
2014 წელს ივან ოხლობისტინს უკრაინაში ჩასვლა აეკრძალა. 2016 წლის 30 ნოემბერს კი დონეცკის ცენტრში ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დე ფაქტო მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ ოხლობისტინს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მოქალაქის პასპორტი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები