ოლანდმა განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობას არ მიიღებს. „მე გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურა არ დავასახელო“ – განაცხადა ოლანდმა. მისი თქმით, საკუთარი ნაბიჯის სისწორეში დარწმუნებულია  და აქ „კონკრეტულ პირზე კი არა, საფრანგეთის მომავალზეა საუბარი“. ამის შესახებ ოლანდმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა.
ოლანდმა განაცხადა, რომ იმაზე, რაც საფრანგეთში ბოლო წლებში მოხდა, სრულ პასუხისმგებლობას იღებს. მომავალ არჩევნებზე საუბრისას ოლანდმა გააფრთხილა ამომრჩეველი, ხმა არ მისცენ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე კანდიდატებს, ვინაიდან ისინი „მოსახლეობის სოციალურ მონაპოვარს დაანგრევენ“,
რამდენიმე დღის წინ კომპანია Elabe-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით არც ფრანსუა ოლანდი, არც პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მეორე ტურშიც კი ვერ გავლენ. კვლევების მიხედვით, ლიდერობს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიონი, რომელსაც გამოკითხულთა 30%-მა დაუჭირა მხარი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები