რუსეთში კოსმოსური ხომალდი აფეთქდა

რუსულმა სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა “პროგრესმა” კატასტროფა განიცადა. ის 190 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ხომალდის ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვა.
„პროგრესის“ უფრო მცირე ნამსხვრევები რუსეთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ციმბირში ჩამოვარდა. ამჟამად მაშველები მათ ვერტმფრენების მეშვეობით ეძებენ.
ავარიის მიზეზების დასადგენად შესაბამისი კომისია შეიქმნა.
როგორც „როსკოსმოსში” აცხადებენ, კოსმოსური ხომალდის კატასტროფა საერთაშორისო სადგურის ფინქციონირებაზე არ იმოქმედებს. „პროგრესს“ სადგურზე კოსმონავტებისთვის სურსათი და საწვავი უნდა ჩაეტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები